იდილია ლოგო
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისები
  • სპეციალისტები
  • კონტაქტი

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი „იდილია“

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი იდილია
ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი იდილია ლოგო

ჩვენ შესახებ

ფსიქოლოგიური ცენტრი იდილია
ფსიქოლოგიური ცენტრი „იდილია“ 2010 წლიდან სთავაზობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ თერაპიულ მომსახურებასა და პროფესიულ ტრენინგებს. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად გადიან სუპერვიზიასა და საერთაშორისო გადამზადებებს, რათა უზრუნველყონ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება.

სერვისები

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის ფორმა, რომელშიც კლიენტი და თერაპევტი პირისპირ მუშაობენ. ეს პროცესი მიზნად ისახავს კლიენტის ემოციური, ფსიქოლოგიური ან ქცევითი სირთულეების გააზრებას და გადაჭრას, თვითშემეცნების პროცესის გაღრმავებას.
ინდივიდუალური ფსიქოთერაპია

ჯგუფური თერაპია

ჯგუფური თერაპია არის ფსიქოთერაპიის ფორმა, სადაც თერაპევტი ერთდროულად მუშაობს რამდენიმე ადამიანთან (ჩვეულებრივ 5-12 მონაწილე). ჯგუფის წევრებს ხშირად აქვთ მსგავსი პრობლემები ან ინტერესები, მაგალითად — შფოთვა, დეპრესია, დანაკარგის განცდა, დამოკიდებულების ან ურთიერთობის სირთულეები.
ჯგუფური თერაპია

სასწავლო პროგრამები

პროგრამები განკუთვნილია ფსიქოლოგიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ ან პარალელურად ეძებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და პიროვნულ-პროფესიულ განვითარებას.
სასწავლო პროგრამები

ხშირად დასმული კითხვები

ფსიქოთერაპია რას ნიშნავს და რაში მეხმარება?

ფსიქოთერაპია არის საუბრის მეთოდზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც ემოციური, ქცევითი ან ურთიერთობითი სირთულეების გადალახვაში გეხმარებათ. თერაპია თვითგაცნობიერების, სტრესის მართვის, ტრავმის დამუშავებისა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა.

როდის მივმართო ფსიქოთერაპიას?

როცა თავს ხანგრძლივად ცუდად ან მძიმედ გრძნობთ, განიცდით შფოთვას ან პანიკის შეტევებს, რთულად უმკლავდებით სტრესს ან ურთიერთობებს, გაქვთ თვითშეფასების პრობლემები ან გრძნობ, რომ ვერ ართმევ თავს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

ყველა თერაპევტი ერთნაირია?

არა. თერაპევტებს აქვთ განსხვავებული მიდგომები და მუშაობის სტილი. მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი სპეციალისტი, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ და განცდაში გექნებათ, რომ მას თქვენი ესმის.

რამდენ ხანს გრძელდება თერაპია?

ეს დამოკიდებულია პრობლემის ბუნებაზე და მიზნებზე. ზოგჯერ საკმარისია რამდენიმე სესია, ზოგჯერ კი პროცესი თვეებს ან წლებიც გრძელდება. პროცესი ინდივიდუალურია. სპეციალისტების აზრით ცვლილებები საშუალოდ 8-12 შეხვედრიდან იწყება.

რას ნიშნავს კონფიდენციალურობა თერაპიაში?

ყველაფერი, რაც თერაპიის პროცესში გაჟღერდება, რჩება თერაპიასა და კლიენტს შორის. გამონაკლისია მხოლოდ შემთხვევები, როცა არსებობს რეალური საფრთხე შენი ან სხვისი სიცოცხლისთვის. (დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ კონტრაქტის ფორმა).

როგორ ავირჩიო თერაპევტი?

პროფესიული აკრედიტაცია, გამოცდილება და თქვენი პირადი კომფორტი — ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია თერაპევტის შერჩევისას.

როდის უნდა მივიყვანო ბავშვი ფსიქოთერაპევტთან?

თუ შენიშნავთ ქცევით ცვლილებებს, ემოციურ სირთულეებს, შფოთვას, ჩაკეტილობას, აგრესიას ან სკოლაში პრობლემებს, რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია.

რა ხდება პირველი შეხვედრისას?

პირველ შეხვედრაზე ფსიქოთერაპევტი ესაუბრება მშობელსა და/ან ბავშვს, აგროვებს ინფორმაციას და აფასებს სიტუაციას; საჭიროა თუ არა ფსიქოთერაპიული სესია და/ან დამატებით სხვა სპეციალისტთან კონსულტაცია.

ვისთან მუშაობს ფსიქოთერაპევტი — მხოლოდ ბავშვთან თუ მშობლებთანაც?

ჩართულობის სიხშირე დამოკიდებულია ასაკსა და სიტუაციაზე. მშობლები პროცესში ჩართულები არიან, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური თერაპიის დროს.

რა მეთოდებს იყენებს ფსიქოთერაპევტი ბავშვებთან?

მეთოდები მოიცავს თამაშით თერაპიას, არტთერაპიას, კოგნიტურ-ქცევით თერაპიას ემოციებზე მუშაობას ასაკის შესაბამისი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით.

რითი განსხვავდება ფსიქოთერაპია ფსიქოლოგის კონსულტაციისგან?

ფსიქოთერაპია კონსულტაციისგან განსხვავებით ღრმა, სტრუქტურირებულ მუშაობას მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემის გამომწვევი მიზეზების კვლევასა და გადაჭრას.

მოზარდი არ თანხმდება თერაპიაზე. როგორ მოვიქცე?

გირჩევთ დაიწყოთ მშობლის კონსულტაციით. თერაპევტი დაგეხმარებათ სტრატეგიის შერჩევაში მოზარდის მოტივაციის გასაზრდელად.

შემიძლია თერაპიის დეტალები ვიცოდე როგორც მშობელმა?

თერაპევტი იცავს კონფიდენციალურობას, თუმცა მშობელს ზოგადი ინფორმაცია ეცნობა. ბავშვთან ნდობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.

ფსიქოთერაპია ნიშნავს, რომ ჩემს შვილს “სერიოზული პრობლემა” აქვს?

არა. ფსიქოთერაპია ემსახურება სირთულეების დროულ გადაჭრას, განვითარებას და ემოციურ კეთილდღეობას — ის პრევენციულიც შეიძლება იყოს.

როდის უნდა მივმართოთ წყვილის თერაპევტს?

როდესაც ურთიერთობაში მოიმატა დაძაბულობამ, ხშირია კონფლიქტი, კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ, ნდობა დაიკარგა, ვერ ახერხებთ მოუსმინოთ და გაუგოთ მეწყვილეს.

რას აკეთებს წყვილის თერაპევტი?

ის არ იღებს რომელიმე მხარის პოზიციას. ეხმარება ორივე პარტნიორს უკეთ გაიგონ ერთმანეთის, ისწავლონ ჯანსაღი კომუნიკაცია და კონფლიქტების გადაჭრა.

შესაძლებელია რომ წყვილის თერაპია ურთიერთობის დასრულებით დასრულდეს?

ზოგჯერ — დიახ. მაგრამ თერაპიის მიზანი არაა შენარჩუნება ან დაშლა, არამედ თქვენი სურვილებისა და რეალური მდგომარეობის გაცნობიერება და პატივისცემაა.

უნდა იყოს ორივე პარტნიორი მზად თერაპიისთვის?

სასურველია ორივეს ჰქონდეს მზადყოფნა და ინტერესი. მაგრამ თუ ერთი პარტნიორი წინააღმდეგია, შესაძლებელია ინდივიდუალური კონსულტაციით დაწყება.

როდის უნდა მიიყვანოთ ბავშვი ნეიროფსიქოლოგთან?

ბავშვის ნეიროფსიქოლოგთან მიყვანა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც მისი ქცევა, სწავლის უნარები ან განვითარება არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს, ან მშობელსა და პედაგოგს უჩნდება შეკითხვები ბავშვის კოგნიტურ, ემოციურ ან სოციალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაცია დაგჭირდებათ, თუ შეიმჩნევა:

სწავლის სირთულეები
- კითხვისა და წერის სირთულე
- მათემატიკური უნარების შეფერხება
- ინფორმაციის დამახსოვრების ან ლოგიკური აზროვნების სირთულე
- ყურადღებისა და კონცენტრაციის პრობლემები
- ხშირი გაფანტულობა, დავალებების შესრულების შეფერხება
- ჰიპერაქტიურობა ან მოტივაციის ნაკლებობა
- ეჭვი ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტიურობის სინდრომზე
(ADHD
- ქცევითი ან ემოციური სირთულეები
- რთული ურთიერთობები თანატოლებთან
- ემოციების გამოხატვის სირთულე ან აგრესიული რეაქციები

ენობრივი და კომუნიკაციის შეფერხებები
- ლაპარაკის დაგვიანება
- მეტყველების ჩამოყალიბების ან გაგების სირთულე
- ეჭვი აუტიზმის სპექტრის დარღვევაზე

რას აკეთებს ნეიროფსიქოლოგი?

ნეიროფსიქოლოგი აფასებს ბავშვის:
ფსიქიკურ ფუნქციებს, ყურადღებასა და მეხსიერებას, ენობრივ, ემოციურ და
სოციალურ უნარებს, სწავლასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს დიაგნოსტიკის საფუძველზე მშობელს ეძლევა რეკომენდაციები სწავლის, განვითარების მხარდაჭერისა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ინტერვენციების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფსიქოლოგიური ცენტრი „იდილია“

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 45, მე-7 სართული

ელ. ფოსტა: [email protected]